VIDEO: აიაქსმა შოთა არველაძეს დაბადების დღე მიულოცა
აიაქსმა გუნდის ყოფილ ფორვარდს შოთა არველაძეს დაბადების დღე მიულოცა.
დღეს, 22 თებერვალს ლეგენდარული ძმები შოთა და აჩი არველაძეები 49 წლის გახდნენ.
შოთა არველაძე აიაქსში 1997 წელს ტრაბზონსპორიდან გადავიდა და ნიდერლანდურ გრანდში 2001 წლის ზაფხულამდე ითამაშა. ამ პერიოდის განმავლობაში ამსტერდამელთა მაისურით 125-ჯერ ითამაშა, გაიტანა 72 გოლი და 15 საგოლე პასი გააკეთა.
ამჟამად შოთა არველაძე ინგლისური ჰალ სიტის მთავარი მწვრთნელია, სადაც 1 თვის წინ დაინიშნა.