ავტორიზაცია

ინტერმა ზაფხულში შესაძლოა სანჩესი და ლაუტარო გაუშვას, კლუბის რადარზე ორი თავდამსხმელია

ინტერმა ზაფხულში შესაძლოა სანჩესი და ლაუტარო გაუშვას, კლუბის რადარზე ორი თავდამსხმელია
თარიღი 22 თებ 2022, 20:26

"სევილიაში" იჯარით მოასპარეზე თავდამსხმელი, ანტონი მარსიალი, რომლის სატრანსფერო უფლებებიც "მანჩესტერ იუნაიტედს" ეკუთვნის, შესაძლოა სერია ა-ში ვიხილოთ.

როგორც იტალიური მედია იტყობინება, 26 წლის ფრანგი ფეხბურთელით მილანის "ინტერია" დაინტერესებული.

გავრცელებული ინფორმაციით, "ნერაძურის" ზაფხულში შეტევის ხაზის გაძლიერება უნდა, რადგან ალექსის სანჩესი, დიდი ალბათობით, სეზონის დასრულების შემდეგ კლუბიდან წავა.

ამასთანავე, აღინიშნება, რომ "ინტერის" ხელმძღვანელობამ შეიძლება ლაუტარო მარტინესიც გაყიდოს.

გარდა მარსიალისა, მილანური გრანდი "ლილის" ფორვარდის, ჯონათან დევიდის ყიდვის შესაძლებლობას განიხილავს.