ავტორიზაცია

უახლესი ცნობები ფაბრიციო რომანოსგან — რა ხდება კეინის მომავალთან დაკავშირებით?

უახლესი ცნობები ფაბრიციო რომანოსგან — რა ხდება კეინის მომავალთან დაკავშირებით?
თარიღი 22 თებ 2022, 20:37

"ტოტენჰემის" თავდამსხმელმა, ჰარი კეინმა ლონდონურ კლუბთან შესაძლოა კონტრაქტი გაახანგრძლივოს.

"დეზების" ხელმძღვანელობას უნდა, რომ 28 წლის ინგლისელმა ახალი გრძელვადიანი ხელშეკრულება გააფორმოს.

აგრეთვე, როგორც აღინიშნება, გუნდის მთავარ მწვრთნელს, ანტონიო კონტესაც სურს ჰარის დარჩენა.

თავად კეინსაც მოსწონს კონტესთან მუშაობა, მაგრამ საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილებას თებერვალში ან მარტში არ მიიღებს. მისი აზრით, ამ ეტაპზე არჩევანის გაკეთება ნაადრევია, წერს გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.

ცნობისთვის, კეინს მოქმედი ხელშეკრულების ვადა "ტოტენჰემთან" 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

მიმდინარე სეზონში ინგლისელმა სუპერვარსკვლავმა ყველა ტურნირზე ერთად 34 მატჩი ჩაატარა, 17 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი პასიც გააკეთა.