ავტორიზაცია

ტოტენჰემი კეინისთვის ახალი კონტრაქტის შეთავაზებას ჯერ არ აპირებს

ტოტენჰემი კეინისთვის ახალი კონტრაქტის შეთავაზებას ჯერ არ აპირებს
თარიღი 21 თებ 2022, 16:05

ლონდონის „ტოტენჰემის“ ხელმძღვანელობა ამჟამად გუნდის ლიდერი ჰარი კეინისთვის ახალი კონტრაქტის შეთავაზებას არ აპირებს.

The Athletic-ის ინფორმაციით, 28 წლის კეინმა „ტოტენჰემისგან“ ახალი კონტრაქტის შეთავაზება გასულ ზაფხულს უარით გაისტუმრა, როცა „მანჩესტერ სიტიში“ გადასვლა სურდა და ამის გამო ვარჯიშებსაც აცდენდა.

მაშინ, „დეზები“ მზად იყვნენ ინგლისელისთვის ხელფასიც საგრძნობლად მოემატებინათ, თუმცა მან უარი თქვა ახალ ხელშეკრულებაზე და მიუხედავად იმისა, რომ კლუბს ამის სურვილი დღემდე აქვს, ჯერჯერობით ახალი შეთავაზების გაკეთებას არ აპირებს.

კეინს „ტოტენჰემთან“ მოქმედი კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულში ეწურება. მიმდინარე სეზონში ინგლისელმა 34 მატჩში 17 გოლი და 3 ასისტი მიითვალა. 

ინგლისური პრესის ინფორმაციით, გუნდში ანტონიო კონტეს მოსვლის შემდეგ, ჰარი კეინმა პოზიცია შეცვალა და ახლა „ტოტენჰემში" დარჩენას ისე კატეგორიულად აღარ ეწინააღმდეგება.