ლა ლიგის პრეზიდენტი: "მინდა, რომ ჰოლანდი ბარსელონაში გადავიდეს, მბაპე კი რეალში"
ლა ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა კილიან მბაპესა ("პსჟ") და ერლინგ ჰოლანდის ("დორტმუნდი") მომავალზე განცხადება გააკეთა.
"ჰოლანდის "ბარსაში", ხოლო მბაპეს "რეალში" გადასვლას ვისურვებდი. მინდა, რომ ისე გაგვიმართლოს, როგორც აქამდე, როცა ორი დიდებული ფეხბურთელი, ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ თამაშობდნენ მსოფლიოს ორ საუკეთესო კლუბში".
"აღნიშნულ საკითხში ლა ლიგის გულშემატკივარი უფრო ვარ, ვიდრე "რეალის".
მბაპეს შესახებ
"როცა კონტრაქტი ექვს თვეში იწურება, ახალი ხელშეკრულება კი არ ფორმდება, ფეხბურთელის წასვლის ალბათობა ნამდვილად მაღალია. ერთადერთი კლუბი, რომელზეც მედია წერს, "რეალია".
"ვიმედოვნებ, გაგვიმართლებს და "რეალი" ამ ტრანსფერს დახურავს. მბაპე მადრიდსა და ლა ლიგას ბევრს მისცემს", - განაცხადა ტებასმა ABC-თან ინტერვიუში.