ხავი მარტინესმა სექსში საკუთარი თავი შეაფასა: "ერლინგ ჰოლანდივით ვარ - ბევრს ვიტან"
"ბაიერნის" ყოფილმა ფეხბურთელმა, ხავი მარტინესმა თავისი სექსუალური ცხოვრების შესახებ ისაუბრა.
"საკუთარ სექსუალურ ცხოვრებას ჩემს ფეხბურთელობას შევაფასებ. ის მოთამაშე ვარ, რომელიც მაქსიმუმს აკეთებს, ბოლომდე იხარჯება, ფინალურ სასტვენამდე. არ აქვს მნიშვნელოვა, წვიმს, თოვს, ცხელა თუ სისხლი მომდის".
"ფიზიკურად საკუთარ თავს 10-დან 10-ით შევაფასებ, ტექნიკას - 6,5-7 ქულით. დასრულება - 10, ბევრს ვიტან. ერლინგ ჰოლანდივით ვარ", - ციტირებს მარტინესის სიტყვებს Marca.
მოგეხსენებათ, 33 წლის ესპანელი ნახევარმცველი ამჟამად საფეხბურთო კლუბ "ყატარში" ასპარეზობს, სადაც გასულ ზაფხულს გადავიდა.