ავტორიზაცია

აიაქსის მწვრთნელი 2020 წელს სექს-სკანდალში გაეხვა, მაგრამ კლუბმა იგი არ გაათავისუფლა

აიაქსის მწვრთნელი 2020 წელს სექს-სკანდალში გაეხვა, მაგრამ კლუბმა იგი არ გაათავისუფლა
თარიღი 22 Feb 2022, 20:16

"აიაქსის" მწვრთნელი, ვინსტონ ბოგარდი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს, მაგრამ კლუბმა იგი არ გაათავისუფლა.

2020 წელს, უცნობმა ქალბატონმა ამსტერდამულ კლუბს ერიკ ტენ ჰაგის ასისტენტის წინააღმდეგ შესჩივლა. გარდა ამისა, მან ანონიმურად სამართალდამცავ ორგანოებსაც მიმართა.

საჩივრის შემდეგ დაზარალებულის ადვოკატმა და "აიაქსმა" დამოუკიდებლად დაიწყეს მომხდარის გამოძიება. ეს თითქმის ექვსი თვე გაგრძელდა, რადგან ასობით შეტყობინება და ვიდეო იქნა შესწავლილი.

გამოძიების შედეგად გაირკვა, რომ ბოგარდი "უპატივცემულოდ და აგრესიულად" იქცეოდა. კლინიკურმა ფსიქოლოგმა ქალს პოსტტრავმული სტრესული აშლილობის დიაგნოზი დაუსვა, რაც "ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელის ქმედებამ გამოიწვია.

მოგვიანებით, გამოძიების შედეგები "აიაქსს" წარუდგინეს. კლუბში გადაწყვიტეს, რომ ეს საქმე კლუბში ბოგარდის მუშაობას არ უკავშირდებოდა და სპეციალისტი არ დასაჯეს. მიუხედავად იმის, რომ იგი ქალბატონს სამუშაო საათებშიც უკავშირდებოდა.

NRC-ის მასალაზე კომენტარის გაკეთებისას, "აიაქსში" შემდეგი რამ განაცხადეს: "ასეთი საჩივრების მიღებისას გვინდა ყველაფერი გავაკეთოთ, რათა სიტუაციაში აკურატულად გავერკვეთ, როგორც კარგი დამსაქმებელი".

მოგეხსენებათ, ამსტერდამულმა კლუბმა აქამდე სპორტული დირექტორი, მარკ ოვერმარსი დაითხოვა, რომელიც თანამშრომელ ქალებს უადგილო შეტყობინებებს უგზავნიდა. მაგალითისთვის, ერთ-ერთ ქალს მან პენისის ფოტო გაუგზავნა.