ავტორიზაცია

ხავი მარტინესი: "რენატუ სანჩეშის პენისი სადმე ექსპონატად უნდა იყოს გამოფენილი"

ხავი მარტინესი: "რენატუ სანჩეშის პენისი სადმე ექსპონატად უნდა იყოს გამოფენილი"
თარიღი 22 თებ 2022, 22:59

"ბაიერნის" ყოფილმა ფეხბურთელმა, ხავი მარტინესმა იმის შესახებ ისაუბრა, თუ მისი რომელი ექს-თანაგუნდელი გამოირჩეოდა თავისი მამაკაცური ღირსებით.

"ბაიერნში" ბევრი სხვადასხვა კანის ფერის თანაგუნდელი მყავდა და ეს სიგიჟე იყო", - ციტირებს 33 წლის ესპანელის სიტყვებს Marca.

"რენატუ სანჩეში - სიგიჟეა. ის არ ვარ, ვინც გასახდელში ყველას უყურებს, მაგრამ სანჩეშის პენისი სადმე ექსპონატად უნდა იყოს გამოფენილი", - დასძინა "რეკორდმაისტერის" ექს-ნახევარმცველმა.

მოგეხსენებათ, ხავი მარტინესი ამჟამად საფეხბურთო კლუბ "ყატარში" ასპარეზობს, სადაც გასულ ზაფხულს გადავიდა.

გამოცდილი ესპანელი რენატუ სანჩეშთან ერთად "ბაიერნში" ირიცხებოდა. თავის მხრივ, 24 წლის პორტუგალიელი ახლა "ლილის" ღირსებას იცავს.