ავტორიზაცია

იუვენტუსის მეორე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე თავის გამოჩენა დებიუტშივე მოახერხა

იუვენტუსის მეორე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე თავის გამოჩენა დებიუტშივე მოახერხა
თარიღი 23 Feb 2022, 13:19

სერბმა თავდამსხმელმა დუშან ვლაჰოვიჩმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ვილიარეალს“ 32-ე წამზე გაუტანა.

OptaJoe-ს ინფორმაციით, ამ გოლით ვლაჰოვიჩი „იუვენტუსის“ ლეგენდას ალესანდრო დელ პიეროს გვერდით დადგა.

კერძოდ, ვლაჰოვიჩი გახდა „იუვენტუსის“ ისტორიაში მეორე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე გოლის გატანა სადებიუტო მატჩშივე მოახერხა. კერძოდ, 22 წლის და 25 დღის ასაკში.

ამაზე ახალგაზრდულ ასაკში ამის გაკეთება ალესანდრო დელ პიერომ მოახერხა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო მატჩში 20 წლის და 308 დღის ასაკში ჩაატარა და თავის გამოჩენაც მოახერხა.

შეგახსენებთ, რომ სერი ვლაჰოვიჩი „იუვენტუსში“ გასულ ზაფხულს „ფიორენტინადან“ 81.6 მილიონ ევროდ გადავიდა.