ავტორიზაცია

რეინჯერსთან ქამბექის შესრულება დორტმუნდს თავისი ლიდერის გარეშე მოუწევს

რეინჯერსთან ქამბექის შესრულება დორტმუნდს თავისი ლიდერის გარეშე მოუწევს
თარიღი 23 თებ 2022, 22:00

„დორტმუნდის“ ლიდერი ერლინგ ჰოლანდი უკვე თვეზე მეტია მოედანზე ტრავმის გამო არ გასულა.

21 წლის თავდამსხმელი ვერც ევროპა ლიგის 1/16-ფინალის საპასუხო მატჩის განაცხადში მოხვდა, რომელშიც მისი გუნდი „რეინჯერსს“ დაუპირისპირდება.

კუნთის პრობლემების გამო ჰოლანდმა „ბორუსიას“ ბოლო 4 შეხვედრა გამოტოვა. უკანასკნელად მან მოედანზე გასვლა 22 იანვარს მოახერხა.

„ბორუსია“ „რეინჯერსს“ ხვალ, 24 იანვარს სტუმრად დაუპირისპირდება და ორმატჩიან დუელში ანგარიშის გასათანაბრებლად 2 ბურთით მოგება სჭირდება, პირველ შეხვედრაში გერმანული გუნდი საკუთარ კედლებში 2:4 დამარცხდა.