ავტორიზაცია

სიმეონე: "თამაშით კმაყოფილი ვარ, მანჩესტერმა ატლეტიკოს მიერ დაშვებული ერთადერთი შეცდობით ისარგებლა"

სიმეონე: "თამაშით კმაყოფილი ვარ, მანჩესტერმა ატლეტიკოს მიერ დაშვებული ერთადერთი შეცდობით ისარგებლა"
თარიღი 24 Feb 2022, 10:42

"ატლეტიკოს" მთავარი მწვრთნელი, დიეგო სიმეონე "მანჩესტერ იუნაიტედთან" ნაჩვენები თამაშით კმაყოფილია.

ჩემპიონთა ლიგის ეგიდით, "ვანდა მეტროპოლიტანოზე" გამართული პირველი 1/8 ფინალური შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ მადრიდელები მე-80 წუთამდე იგებდნენ.

"იმ ერთადერთი შეცდომით ისარგებლეს, რომელიც ძალიან კარგ მატჩში დავუშვით. რეინილდო ბურთის ჩაჭრას ცდილობდა, მაგრამ უკეთესი იქნებოდა მეტოქე აეყვანა. თითქმის ყველაფერს, რაც ამ თამაშში გავაკეთეთ, შეგვიძლია მაღალი შეფასება დავუწეროთ".

"თამაშით კმაყოფილი ვარ, ვერ მოვიგეთ, მაგრამ დაპირისპირების ბედი ჯერ კიდევ გაურკვეველია. ალბათ, უპირატესობა ახლა "ემიუს" მხარესაა, მაგრამ რეალურად არაფერი შეცვლილა", - ციტირებს არგენტინელი სპეციალისტის სიტყვებს Marca.

ცნობისთვის, "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "ატლეტიკოს" შორის საპასუხო დაპირისპირება 15 მარტს, "ოლდ ტრაფორდზე" გაიმართება.