ავტორიზაცია

რანგნიკი: "ვერ ვიჯერებ, რომ მანჩესტერ იუნაიტედმა პირველ ტაიმში ასე ითამაშა, იმედგაცრუებული ვარ"

რანგნიკი: "ვერ ვიჯერებ, რომ მანჩესტერ იუნაიტედმა პირველ ტაიმში ასე ითამაშა, იმედგაცრუებული ვარ"
თარიღი 24 თებ 2022, 10:52

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი, რალფ რანგნიკი ჩემპიონთა ლიგაზე "ატლეტიკოსთან" (1:1) გამართული 1/8 ფინალური მატჩის პირველ ნახევარში მისი გუნდის მიერ ნაჩვენები თამაშით უკმაყოფილო დარჩა.

მოგეხსენებათ, "ეშმაკუნებმა" მადრიდელებთან (1:1) სტუმრად ფრედ ითამაშეს, არადა მე-80 წუთამდე მარცხდებოდნენ.

"არ ვიცი, მე გადავარჩინე თუ არა მატჩი, მაგრამ პირველი ნახევრის შემდეგ ისე ჩანდა, რომ თამაშის მხოლოდ უკეთესობისკენ შეცვლა შეიძლებოდა. იმას, რაც პირველ ტაიმში ვაჩვენეთ, ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ. თავდაჯერებულობის, აგრესიის გარეშე ვთამაშობდით, ამიტომაც შეგვექმნა პრობლემები".

"მეორე ტაიმში უკეთესად ვიასპარეზეთ, უფრო ხშირად ვაკონტროლებდით ბურთს იმ ზონებში, სადაც ეს მნიშვნელოვანია და მოგებაც შეგვეძლო, 10 წუთით მეტი რომ გვქონოდა".

"პირველ ნახევარში უკეთესად თამაშია საჭირო, შესვენებამდე ჩვენს მიერ ნაჩვენები თამაშით უბრალოდ იმედგაცრუებული ვიყავი. ზედმეტად ვფრთხილობდით, არ ვრისკავდით. მხოლოდ ჩვენს ნახევარზე ვთამაშობდით და ისეთი მეტოქის წინააღმდეგ, როგორიც "ატლეტიკოა", ასეთ შემთხვევებში პრობლემები გექმნება. ის უნდა ვითამაშოთ, როგორც ჩვენი გოლის შემთხვევაში".

"საპასუხო მატჩი სრულიად განსხვავებული იქნება, 75 ათასი გულშემატკივრის წინაშე ვითამაშებთ. უფრო თავდაჯერებულად ვიმოქმედებთ", - განაცხადა გერმანელმა სპეციალისტმა BT Sport-თან საუბრისას.