ავტორიზაცია

ჯო კოული: "აზარს ისე რომ ეცხოვრა, როგორც რონალდუ ცხოვრობს, ყველა ინდივიდუალურ ჯილდოს მოიგებდა"

ჯო კოული: "აზარს ისე რომ ეცხოვრა, როგორც რონალდუ ცხოვრობს, ყველა ინდივიდუალურ ჯილდოს მოიგებდა"
თარიღი 24 Feb 2022, 12:19

"ჩელსის", "ლივერპულისა" და ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ჯო კოულმა განმარტა, თუ რატომ ვერ მოიგო "რეალის" თავდამსხმელმა, ედენ აზარმა "ოქროს ბურთი".

"აზარი პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო. იმ მოკლე პერიოდში, როცა "ოქროს ბურთი" ლუკა მოდრიჩს გადაეცა, ეს ჯილდო აზარს უნდა მიეღო. მაგრამ ისე ცხოვრობს, რომ ბედნიერი და კმაყოფილი იყოს".

"ედენი შესანიშნავი მხატვარია. საუკეთესო მათ შორის, ვისთანაც ოდესმე მითამაშია. ისე არ აზროვნებს, როგორც მესი და რონალდუ, ეს ნორმალურია".

"ამ წლების მანძილზე "ლილისა" და "ჩელსის" გულშემატკივრებს იმდენი სიხარული აჩუქა და იმდენი ტიტული მოიგო, ამით შეუძლია იამაყოს. და ამ ყველაფერს მან სახეზე ღიმილით მიაღწია, სიამოვნებისთვის თამაშობდა".

"მესმის, "რეალში" საქმე კარგად არ მისდის, მაგრამ სანანებელი არაფერია. შეეძლო ისე ეცხოვრა, როგორც რონალდუს: ღამის პირველ საათზე ყინულის აბაზანები მიეღო და ასე შემდეგ. ეს აზარს არ ახასიათებს".

"ასე რომ ეცხოვრა, ყველა ინდივიდუალურ ჯილდოს მოიგებდა. მაგრამ ედენს თავისი გზა აქვს. ოჯახის კაცია. სპორტულ დიდებასა და მოედნის მიღმა ცხოვრებას შორის ბალანსი საჭიროა", - ციტირებს ვეტერანი ინგლისელის სიტყვებს Goal.com-ი.