ავტორიზაცია

"პუტინ ხ*ილო!" - ქართველი ფეხბურთელები რუსეთ-უკრაინის ომს გამოეხმაურნენ

"პუტინ ხ*ილო!" - ქართველი ფეხბურთელები რუსეთ-უკრაინის ომს გამოეხმაურნენ
თარიღი 24 თებ 2022, 13:08

24 თებერვალს რუსეთმა უკრაინის მიმართულებით ცეცხლი გახსნა. ოფიციალურად, საომარი მოქმედება გამოცხადდა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ქართველმა ფეხბურთელებმა სოციალურ ქსელში უკრაინას მხარი დაუჭირეს.

გუშინ, ჩემპიონთა ლიგაზე აიაქსის კარში გატანილი გოლი ბენფიკას უკრაინელმა ფორვარდმა რომან იარემჩუკმა მაისურის გახდით აღნიშნა, სადაც უკრაინის გერბიანი მაისური ეცვა შიგნიდან.

ჰამბურგის ქართველი ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე და აპოელის ქართველი ფორვარდი გიორგი ქვილითაია რომან იარემჩუკთან ერთად წლების განმავლობაში ბელგიურ გენტში თამაშობდნენ.

შეგახსენებთ, რომ ოკუპანტ რუსეთს საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებული აქვს.