ავტორიზაცია

გუნდმა უკვე დაურეკა - უახლეს ინფორმაცია გიორგი ლორიას მომავალზე

გუნდმა უკვე დაურეკა - უახლეს ინფორმაცია გიორგი ლორიას მომავალზე
თარიღი 23 თებ 2022, 20:19

საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორია ანორთოსისთან ხელშეკრულებას გაახანგრძლივებს.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა Sportime ავრცელებს და წერენ, რომ კვიპროსულმა გუნდმა უკვე დაურეკა აღნიშნულ საკითხზე 36 წლის კიპერს და ყველაფერი მალე გადაწყდება.

გიორგი ლორია ანორთოსისს 2019 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და მას შემდეგ გუნდის პირველი მეკარეა.

მიმდინარე სეზონში ქართველმა კიპერმა თემურ ქეცბაიას გუნდის შემადგენლობაში 27-ჯერ ითამაშა და კარის მშრალად 7-ჯერ შენახვა მოახერხა.