ავტორიზაცია

სკანდალი ხოჭოლავას გამო: შახტარი კოპენჰაგენს უჩივის

სკანდალი ხოჭოლავას გამო: შახტარი კოპენჰაგენს უჩივის
თარიღი 22 თებ 2022, 16:41

საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველის დავით ხოჭოლავას შახტარიდან კოპენჰაგენში ტრანსფერი შესაძლოა დიდი სკანდალით დასრულდეს.

ამის შესახებ ინფორმაციას დანიური გამოცემა Ekstra Bladet ავრცელებს და წერენ, რომ უკრაინული მხარე დედაქალაქელებს ქართველი მცველის ტრანსფერში გადაუხდელობის გამო ადანაშაულებს და ამის გამო მათი ანგარიშების დაყადაღებას ითხოვს.

"უკრაინის პოლიციამ საქმე აღძრა დანიური კოპენჰაგენის წინააღმდეგ. კლუბს ბრალი თანხის გადაუხდელობაში ედება. პირველად, ამ ტრანსფერის ირგვლივ ინფორმაცია პრესაში გასული წლის სექტემბერში გავრცელდა. მაშინ უკრაინელმა იურისტებმა კოპენჰაგენის ყოფილ დირექტორ დანიელ რომედალს უჩივლეს.

უკრაინელი ადვოკატები და აგენტები ითხოვენ, კოპენჰაგენსა და დანიელ რომედალს დააკისრონ მძიმე ფულადი სანქციები. გარდა ამისა, განმცხადებლებს სურთ, რომედალი დააკავონ, ხოლო კოპენჰაგენის ანგარიშები დააყადაღონ," - წერს Ekstra Bladet.

დავით ხოჭოლავა კოპენჰაგენში დონეცკის შახტარიდან 2021 წლის ზაფხულში 2.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. მას შემდეგ დანიურ კლუბში ქართველი მცველი შეუცვლელი ფიგურაა.