ავტორიზაცია

ჯაბა კანკავამ ბრატისლავის სლოვანის 500 ქომაგი ლუდზე დაპატიჟა

ჯაბა კანკავამ ბრატისლავის სლოვანის 500 ქომაგი ლუდზე დაპატიჟა
თარიღი 22 Feb 2022, 15:09

ბრატისლავის სლოვანის ქართველმა ნახევარმცველმა ჯაბა კანკავამ და ადგილობრივმა ფორვარდმა ივან საპონიჩმა გუნდის ქომაგები შემდეგ საშინაო მატჩზე ლუდზე დაპატიჟეს.

საქმე იმაშია, რომ 10 დღის წინ სლოვაკეთის ჩემპიონატის  ტურში ჯაბა კანკავამ და ივან საპონიჩმა სადებიუტო გოლები გაიტანეს. ფანებმა კი დაიწყეს სიმღერა, რომ პირველი გოლის ავტორებს მათთვის ლუდის საფასური უნდა გადაეხადათ. როგორც ჩანს, ორივე ფეხბურთელმა აასრულა ფანების სურვილი.

"მატჩის შემდეგ ჯაბა კანკავა დაინტერესდა, რას მღეროდნენ გუნდის ქომაგები. მენეჯერს და თანაგუნდელებს სთხოვა გადაეთარგმნათ და მათი სურვილის რეალობაში მოყვანა გადაწყვიტა. ჯაბა არის ტიპური მაგალითი იმისა, როცა მოქმედება სიტყვებს წონის,"- წერს სლოვანის ოფიციალური გვერდი.

აღნიშნულ ფაქტზე კომენტარი გააკეთა ბრატისლავის სლოვანის ფანკლუბის ლიდერმა და არ დამალა აღტაცება მომხდართან დაკავშირებით.

"როდესაც ბიჭებს ლუდის საფასურის გადახდისკენ მოვუწოდებდით, ცხადია, მხოლოდ ვხუმრობდით. ეს შეძახილიც სპონტანურად მოვიდა. გაგვიხარდა, რომ ორივე ფეხბურთელმა სადებიუტო გოლი გაიტანა. თავდაპირველად არც კი გვიფიქრია, რომ მათ ასეთი რეაქცია ექნებოდათ. ახლა კი ამ დღეს უფრო მეტად ველით. მათ დაადასტურეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქომაგებთან ურთიერთობა. მათ ლუდზე დაპატიჟების გამო მადლობას გადავუხდით," - განაცხადა C სექტორის ლიდერმა.

ჯაბა კანკავა და გურამ კაშია ბრატისლავის სლოვანში 2021 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდნენ. მთავარი ფაქტორი ტრანსფერის მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი იყო, რომელთან ერთადაც საქართველოს ნაკრებში 5 წელი იმუშავეს.