"არ იცი ხო ფოტოს რომ გიღებენ?" - შოთა არველაძე ზურა ხიზანიშვილს გაეხუმრა
ინგლისური ჰალ სიტის მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძე ზურაბ ხიზანიშვილს სოციალურ ქსელში გაეხუმრა.
საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვილი სანიოლის ქართველი ასისტენტი ახლა დუბაიში ისვენებს, საიდანაც ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც შოთა არველაძემაც დააკომენტარა.
"ვითომ არ იცი ხომ რომ გიღებენ ფოტოს" - დაუწერა შოთა არველაძემ, რაზეც ხიზანიშვილის პასუხიც საკმაოდ იუმორისტული იყო "თან შესუნთქული რომ ხარ და ჰაერიც აღარ გყოფნის".
შოთა არველაძე და ზურაბ ხიზანიშვილი საქართველოს ნაკრებში თანაგუნდელობის გარდა რეინჯერსში ერთად თამაშობდნენ, ხოლო წლების შემდეგ ქაისერსფორში შოთა არველაძემ, როგორც მწვრთნელმა თურქეთის ჩემპიონატში წაიყვანა.