კვლავ რუსეთის ჩემპიონატში - გია გრიგალავას ახალი გუნდი ცნობილია
32 წლის ცენტრალური მცველი გია გრიგალავა კარიერას ხიმკიში გააგრძელებს.
ტრანსფერს რუსული პრემიერლიგის ოფიციალური გვერდი ადასტურებს, რომელმაც სამატჩო განაცხადში ხიმკის შემადგენლობაში ქართველი მცველი დაამატა. მხარეებს შორის 6-თვიანი კონტრაქტი გაფორმდა.
გია გრიგალავა 2021 წლის ზაფხულის შემდეგ უკლუბოდ იყო. მისი ბოლო გუნდი ტულის არსენალია, სადაც ახლა ზურიკო დავითაშვილი თამაშობს.
ხიმკი მიმდინარე სეზონში ცუდ მდგომარეობაშია. პირველი წრის შემდეგ გრიგალავას ახალ კლუბს 14 ქულა აქვს და ბოლო, მე-16 ადგილზეა. გასავარდნი ზონიდან ამოსასვლელად კი 5 ქულა სჭირდება.