ავტორიზაცია

"ეს საქმე ჩემთვის დახურულია!" - ყარაბაღის მწვრთნელმა გუგეშაშვილი დაიცვა

"ეს საქმე ჩემთვის დახურულია!" - ყარაბაღის მწვრთნელმა გუგეშაშვილი დაიცვა
თარიღი 23 თებ 2022, 19:36

კონფერენს ლიგის 1/16 ფინალური ეტაპის პირველ მატჩში მარსელმა საკუთარ მოედანზე ყარაბაღი 3-1 დაამარცხა.

აღნიშნულ მატჩში აზერბაიჯანელთა შემადგენლობაში ლუკა გუგეშაშვილმა ითამაშა, რომლისთვისაც ამ სტადიაზე თამაში სადებიუტო იყო. სამწუხაროდ, 22 წლის ქართველმა მეკარემ რამდენიმე უხეში შეცდომა დაუშვა, რაზეც საპასუხო მატჩის წინ ყარაბაღის მთავარ მწვრთნელ გურბან გურბანოვს კითხეს.

"არ მიყვარს შეცდომების ღიად განხილვა. გუგეშაშვილის უპირატესობა მის სიმშვიდეშია, ტექნიკური შეცდომებისგან დაზღვეული არავინაა. ვიცი, რომ ლუკას პოტენციალი აქვს და შეცდომების გამოსწორება ბევრი ვარჯიშით შეიძლება. თუ ფეხბურთელს განვითარება უნდა, ბევრი თამაში სჭირდება, სხვაგვარად გამორიცხულია. მას ვენდობი და ეს თემა დახურულია," - განაცხადა გურბან გურბანოვმა.

24 თებერვალს საპასუხო მატჩი ბაქოში 21:45 საათზე დაიწყება. ყარაბაღს აღნიშნული მატჩის გადასარჩენად მინიმუმ 2-0 მოგება სჭირდება.