ავტორიზაცია

"ძალიან ბევრს ყვირის", - მანჩესტერის ფეხბურთელები რანგნიკით უკმაყოფილონი არიან

"ძალიან ბევრს ყვირის", - მანჩესტერის ფეხბურთელები რანგნიკით უკმაყოფილონი არიან
თარიღი 24 თებ 2022, 13:26

"მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელები გუნდის მთავარ მწვრთნელ რალფ რანგნიკით უკმაყოფილონი არიან, იწერება ბრიტანულ მედიაში.

რამდენიმე წყარო კლუბში არსებულ სიტუაციას "ქაოსს" უწოდებს და როგორც ფიქრობს, სწორედ ეს გახდა მაიკლ კერიკისა და კირან მაკენის წასვლის მიზეზი. ბევრი ის თანამშრომელი, რომელიც  "ემიუში" ბოლო წლებში მივიდა, გაოცებული დარჩა იმ ქაოსით, რომელიც კლუბში სუფევს, იტყობინება The Independent-ი.

ფეხბურთელები გრძნობენ, რომ ყველას სხვანაირად ეპყრობიან. ოლე-გუნარ სოლსკიაერის ხელმძღვანელობის დროს ზოგიერთ მოთამაშეს ენიჭებოდა უპირატესობა, მწვრთნელი მათ იცავდა, ხოლო ფეხბურთელთა სხვა ჯგუფის მიმართ პირიქით ხდებოდა. ზოგს მცირე ჩივილების გამო გასვლითი მატჩის გამოტოვების უფლებას აძლევდნენ, რადგან გამგზავრება არ უნდოდათ.

მას შემდეგ, რაც რანგნიკმა გაიგო, რომ ზოგიერთი ფეხბურთელი სოლსკიაერს ამ გზით იყენებდა, განრისხდა და მათ შეუტია. მწვრთნელის მხრიდან მოთამაშეებთან კომუნიკაციის ასეთ მანერას შედეგები მალევე მოჰყვა. მაგალითად, როგორც "ემიუს" ფეხბურთელები ჩივიან, გერმანელი სპეციალისტი "ძალიან ბევრს ყვირის".

ზოგიერთი მოთამაშის აზრით, ის ვარჯიშები, რომელსაც რანგნიკის ასისტენტი კრის არმასი ატარებს, სათამაშო სიტუაციებთან კავშირში არ არის. გარდა ამისა, ის ფაქტი, რომ მას ტოპ კლუბებში მუშაობის გამოცდილება არ აქვს, ფეხბურთელების დამოკიდებულებაზე გავლენას ახდენს.

დიდი ალბათობით, რანგნიკი "ემიუს" სეზონის დასრულების შემდეგ გუნდს დატოვებს, ფეხბურთელებმა ეს იციან, ამიტომაც გუნდში მისი პრიორიტეტი მცირდება.

რანგნიკი: "ვერ ვიჯერებ, რომ მანჩესტერ იუნაიტედმა პირველ ტაიმში ასე ითამაშა, იმედგაცრუებული ვარ"