ავტორიზაცია

რონალდუ: "ყოველთვის სასიამოვნოა მადრიდში დაბრუნება, რომელსაც სახლს ვუწოდებ"

რონალდუ: "ყოველთვის სასიამოვნოა მადრიდში დაბრუნება, რომელსაც სახლს ვუწოდებ"
თარიღი 24 Feb 2022, 13:59

"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელმა, კრიშტიანუ რონალდუმ ჩემპიონთა ლიგის პირველი 1/8 ფინალური მატჩის შემდეგ განცხადება გააკეთა.

"ყოველთვის სასიამოვნოა მადრიდში დაბრუნება, მსოფლიოს იმ რამდენიმე ქალაქიდან ერთ-ერთში, რომელსაც სახლს ვწუოდებ. შესანიშნავი გრძნობა, შესანიშნავი ფეხბურთელები, შესანიშნავი თამაში, ეს ჩემპიონთა ლიგაა! ყველა საკლუბო ტურნირის დედა!".

"ახლა ყველა საკითხის ჩვენს სტადიონზე გადაწყვეტის შესაძლებლობა გვაქვს, ვაჩვენოთ ყველას, რატომ არის და იქნება სამუდამოდ "ოლდ ტრაფორდი" "ოცნების თეატრი".

"და ბოლოს, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი: მადლობა ჩვენს ბრწყინვალე გულშემატკივრებს! გვაძლიერებთ. ერთად წინ წავალთ! წინ, "ეშმაკუნებო"!", - წერს პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "ატლეტიკოს" შორის საპასუხო დაპირისპირება 15 მარტს, "ოლდ ტრაფორდზე" გაიმართება.