"სხვა ქალაქში მომიწია გადასვლა" - საბა კვერკველია ახლა უკრაინაში იმყოფება
24 თებერვალს რუსეთმა უკრაინის მიმართულებით ცეცხლი გახსნა. ოფიციალურად, საომარი მოქმედება გამოცხადდა.
ახლა უკრაინაში იმყოფება საქართველოს ნაკრების მცველი საბა კვერკველია, რომელიც ხარკოვის მეტალისტის ფეხბურთელია. ხარკოვში საომარი მოქმედებები მიმდინარეობს.
GOAL.GE ფეხბურთელს სიტუაციის გასარკვევად დაუკავშირდა.
"ხარკოვში ვიყავი, სადაც საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, მაგრამ სხვა ქალაქში ნათესავებთან მომიწია გადასვლა. პოლტავაში ვარ, აქ შედარებით სიწყნარეა, ხარკოვთან შედარებით," - გვითხრა კვერკველიამ.
30 წლის ცენტრალური მცველი მეტალისტს 2021 წლის შემოდგომაზე შეუერთდა.
შეგახსენებთ, რომ ოკუპანტ რუსეთს საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებული აქვს.