ავტორიზაცია

გნაბრი, რომელიც ზღაპრულ ხელფასს ითხოვს და ბაიერნს ვერ უთანხმდება, ორი ტოპ კლუბის სამიზნეა

გნაბრი, რომელიც ზღაპრულ ხელფასს ითხოვს და ბაიერნს ვერ უთანხმდება, ორი ტოპ კლუბის სამიზნეა
თარიღი 24 თებ 2022, 15:29

"ბაიერნის" გარემარბს, სერჟ გნაბრის ხელფასის გაზრდა სურს და მიუნხენური გრანდის ხელმძღვანელობას შესაბამისი მოთხოვნით მიმართა.

"რეკორდმაისტერის" სპორტული დირექტორი, ჰასან სალიჰამიჯიჩი 2 თებერვალს 26 წლის გერმანელის წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც აღინიშნება, მხარეები შეთანხმებისგან შორს არიან. მოლაპარაკებების მორიგი ეტაპი მოგვიანებით დაიწყება.

ფეხბურთელს წლიურად 15-20 მილიონი ევროს გამომუშავება სურს - იმდენის, რამდენსაც მისი თანაგუნდელები, ლეროი სანე და კინგსლი კომანი იღებენ, წერს Sport Bild.

გავრცელებული ინფორმაციით, გნაბრით "ჩელსი" და "ტოტენჰემი" ინტერესდებიან, თავადაც მოსწონს ლონდონი. თავდამსხმელს "ბაიერნიდან" წასვლა მომავალ ზაფხულს არ უნდა, მაგრამ კლუბი შეიძლება 2023 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს.

მიმდინარე სეზონში გნაბრიმ ყველა ტურნირზე ერთად მიუნხენელთა მაისურით 31 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 9 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.