ავტორიზაცია

"ვერავინ შეძლებდა იმას, რაც მან გააკეთა", - ატლეტიკოს პრეზიდენტმა სიმეონეს მომავალს ფარდა ახადა

"ვერავინ შეძლებდა იმას, რაც მან გააკეთა", - ატლეტიკოს პრეზიდენტმა სიმეონეს მომავალს ფარდა ახადა
თარიღი 24 თებ 2022, 16:28

"ატლეტიკოს" პრეზიდენტმა, ენრიკე სერესომ განაცხადა, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელის, დიეგო სიმეონეს გათავისუფლებას არ აპირებს.

მადრიდელთა ხელმძღვანელმა ჟურნალისტებთან საუბრისას არგენტინელი სპეციალისტის შესაძლო გაშვებაზე გავრცელებული ჭორები უარყო.

"სიმეონე "ატლეტიკოში" იმდენ ხანს იქნება, რამდენსაც მოისურვებს. გასაგებია? ზოგიერთი თქვენი კოლეგა გაბრაზებულია, რადგან ჩოლომ კრიტიკას ვერ გაუძლო".

"იმას, რაც მან 10 წელიწადში გააკეთა, სხვა ვერავინ შეძლებდა. როცა წავა, ჟურნალისტს დავნიშნავ, რადგან თქვენზე უკეთესად შემადგენლობებს ვერავინ ადგენს", - თქვა "ატლეტიკოს" პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

შეგახსენებთ, 51 წლის არგენტინელი სპეციალისტი "როხიბლანკოს" 2011 წლიდან წვრთნის.