ავტორიზაცია

მანჩესტერის ექს-ფეხბურთელი: "კლუბს რონალდუ მხოლოდ მაისურების გაყიდვისთვის და პიარისთვის სჭირდება"

მანჩესტერის ექს-ფეხბურთელი: "კლუბს რონალდუ მხოლოდ მაისურების გაყიდვისთვის და პიარისთვის სჭირდება"
თარიღი 24 Feb 2022, 16:57

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა, პოლ პარკერმა გუნდის თავდამსხმელი, კრიშტიანუ რონალდუ გააკრიტიკა.

ვეტერანი ინგლისელის განცხადებით, 37 წლის პორტუგალიელი "ეშმაკუნებს" ძირითადად პიარისთვის სჭირდება.

"ვფიქრობ, რონალდუ კლუბს მხოლოდ იმისათვის სჭირდება, რომ მისი მაისურები იყიდება და კლუბი დიდ პოპულარობას იძენს".

"ვგონებ, კრიშტიანუს ისეთ კლუბში რომ ეთამაშა, როგორიც "სიტია", რომელიც უკეთ იჭერს ბურთს, რონალდუს თამაშში უფრო მეტს დავინახავდით".

"ახლა იზოლირებულია და ბურთს იშვიათად ეხება. ამჟამად "მანჩესტერ იუნაიტედს" სათამაშო მოდელი არ გააჩნია", - ციტირებს პარკერის სიტყვებს Manchester World-ი.