ავტორიზაცია

ოფიციალურად: შალკემ მაისურიდან გაზპრომის ლოგო ამოიღო

ოფიციალურად: შალკემ მაისურიდან გაზპრომის ლოგო ამოიღო
თარიღი 24 თებ 2022, 19:15

გერმანულმა "შალკემ" გადაწყვიტა გუნდის ფორმიდან გენერალური სპონსორის - რუსული კომპანია "გაზპრომის" ლოგო ამოიღოს. ამის შესახებ კლუბის პრესსამსახური ოფიციალურ ვებგვერდზე იტყობინება.

"ბოლო დღეების განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, შალკემ გადაწყვიტა მაისურებიდან მოხსნას მათი მთავარი სპონსორის, გაზპრომის ლოგო. ეს ნაბიჯი კოორდინირებულია კომპანიის წარმომადგენლობასთან გერმანიაში.

ამის გარდა, მაისურებზე წარწერა "შალკე-04" იქნება“, - ნათქვამია განცხადებაში. გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში ჩატარებული 23 თამაშის შემდეგ, "შალკე" 40 ქულით მეხუთე ადგილზეა.

პირველ ადგილზე მყოფმა "ვერდერმა" 42 ქულა დააგროვა. გელზენკირხენის კლუბს უსწრებს კიდევ რამდენიმე კლუბი, რომელსაც ერთი ქულით მეტი აქვთ მოგროვილი.

საქართველო - რუსეთის სარაგბო მატჩი გადაიდო!