"არა ომს!" - რუსეთის ნაკრების ფეხბურთელის საჯარო განცხადება

24 თებერვალს რუსეთმა უკრაინის მიმართულებით ცეცხლი გახსნა. ოფიციალურად, საომარი მოქმედება გამოცხადდა.
მოსკოვის დინამოს და რუსეთის ნაკრების თავდამსხმელი ფიოდორ სმოლოვი აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა.
"არა ომს!" - წერს 32 წლის ფორვარდი ინსტაგრამზე.
საომარი მოქმედებები რუსეთსა და უკრაინას შორის 24 თებერვლის დილას დაიწყო.
შეგახსენებთ, რომ ოკუპანტ რუსეთს საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებული აქვს.