"ვუსმენთ, როგორ ბომბავენ ყველაფერს" - წიტაიშვილი უკრაინაში ომის ეპიცენტრშია
24 თებერვალს რუსეთმა უკრაინის მიმართულებით ცეცხლი გახსნა. ოფიციალურად, საომარი მოქმედება გამოცხადდა.
ახლა უკრაინაში იმყოფება საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი წიტაიშვილი, რომელიც ოდესაში იმყოფება, სადაც საომარი მოქმედებები მიმდინარეობს.
GOAL.GE სიტუაციის გასარკვევად 21 წლის შემტევს ოდესაში დაუკავშირდა.
"ოდესაში ვართ, სასტუმროში. ვსხედვართ და ვუსმენთ, როგორ ფეთქდება ყველაფერი," - გვითხრა გიორგი წიტაიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ოკუპანტ რუსეთს საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებული აქვს.