ავტორიზაცია

"გიჟურ ამბავს გპირდებით", - ჰალ სიტის პრეზიდენტი არველაძეს ვარსკვლავურ ტრანსფერს უმზადებს?!

"გიჟურ ამბავს გპირდებით", - ჰალ სიტის პრეზიდენტი არველაძეს ვარსკვლავურ ტრანსფერს უმზადებს?!
თარიღი 24 Feb 2022, 19:32

"ჰალ სიტის" პრეზიდენტმა, უნაი ილიჩალმა BBC-თან საუბარში საკმაოდ დამაინტრიგებელი განცხადება გააკეთა. არსებობს მოსაზრება, რომ თურქი ბიზნესმენი მესუთ ოზილის ტრანსფერზე მუშაობს.

"მალე ჰალ სიტი ტოპ კლუბად გადაიქცევა და MKM სთეიდიუმზე გაცილებით მეტი გულშემატკივარი ივლის. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ, რაც შეიძლება ბევრმა ბავშვმა იაროს სტადიონზე.

აქედან გამომდინარე, კლუბში გიჟურ რაღაცას ვაპირებ. სიგიჟეები მიყვარს. ორ თვეში ჩვენი გულშემატკივრებისთვის ახალ და დიდ სიგიჟეს გამოვაცხადებ. ისინი შოკში ჩავარდებიან.

ჯერჯერობით ვერ გეტყვით რას ვგულისხმობ, თუმცა მსოფლიოს მასშტაბით "ვეფხვების" გულშემატკივრობა პრესტიჟული გახდება. ყველა დაიჯერებს, რომ ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ.

ჩემი კლუბი სხვებისგან გამორჩეული გახდება", - განაცხადა იორკშირელთა მფლობელმა. რაც შეეხება გერმანიის ნაკრების ყოფილ შემტევ ნახევარმცველს, ის ილიჩალის მეგობარია და სწორედ ამის გამო გაჩნდა ცნობები მისი ტრანსფერის შესახებ.