ავტორიზაცია

"არველაძემ ჰალ სიტის გასაძლიერებლად ეს 3 მოთამაშე უნდა დაიმატოს", - ინგლისური პრესა პოტენციურ ტრანსფერებზე

"არველაძემ ჰალ სიტის გასაძლიერებლად ეს 3 მოთამაშე უნდა დაიმატოს", - ინგლისური პრესა პოტენციურ ტრანსფერებზე
თარიღი 17 თებ 2022, 16:03

Footballleagueworld.com-ი "ჰალ სიტის" შესახებ სტატიას აქვეყნებს. ინგლისური გამოცემა ურჩევს შოთა არველაძეს, თუ რომელი ფეხბურთელებით გააძლიეროს "ვეფხვები".

ჰალ რობსონ-კანუ - "რობსონ-კანუ შეიძლება არ იყოს ძირითადი შემადგენლობის უპირობო წევრი, მაგრამ მისი ჰალ სიტიში ყოფნა თავდასხმაში არსებულ ვარიანტებს აუცილებლად გაზრდის.

ჰალის დამატებით, გუნდის ამჟამინდელი შემტევები იგრძნობენ საფრთხეს, რომ შესაძლოა, ისინი აღმოჩდნენ სათადარიგოთა სკამზე. მან ძალიან კარგად იცის ჩემპიონშიფის სპეციფიკა".

უინსტონ რიდი - "რიდი ცნობილია ფეხბურთის ყველა მოყვარულისთვის, ვინც ბოლო წლების განმავლობაში თვალს სისტემატურად ადევნებს ინგლისურ ფეხბურთს.

ვესტ ჰემში თამაშის შემდეგ ის დაეხმარა ბრენტფორდს პრემიერლიგაში დაწინაურებაში. რა თქმა უნდა, ძალიან გასაკვირია, რომ უინსტონი ამჟამად თავისუფალი აგენტია".

დონიელ ჰენრი - "ჰენრის აქვს ინგლისურ ფეხბურთში ასპარეზობის გამოცდილება. ის ბლექბერნში თამაშობდა. გარდა ამისა, კარიერის საუკეთესო წლები გაატარა ვანკუვერში".

რამდენად რეალურია არველაძის გუნდში ოზილის ხილვა?