ავტორიზაცია

რამდენად რეალურია არველაძის გუნდში ოზილის ხილვა?

რამდენად რეალურია არველაძის გუნდში ოზილის ხილვა?
თარიღი 14 Feb 2022, 22:31

Spor.haber7-ის ინფორმაციით, "ფენერბაჰჩეს" შემტევი ნახევარმცველი, მესუთ ოზილი შესაძლოა აღმოჩნდეს "ჰალ სიტიში", რომლის მთავარ მწვრთნელად ცოტა ხნის წინ შოთა არველაძე დაინიშნა.

გერმანიის ნაკრების ყოფილი გამთამაშებლის ტრანსფერის მთავარი ინიციატორია "ვეფხვების" ახალი მფლობელი, აკუნ ილიჩალი, რომელიც ფეხბურთელს ძალიან კარგად იცნობს.

თურქმა ბიზნესმენმა სტამბოლელთა ფლეიმეიქერის ყიდვის იდეა Sky Sports-ს გაუჟღერა: "ოზილი ძალიან მომწონს და სიამოვნებით ვიმუშავებდი მასთან ერთად ჰალში", - ამბობს იორკშირელთა მფლობელი.

აღსანიშნავია, რომ თურქეთის დატოვების წინააღმდეგი არც თავად "იადონების" ათიანი, პრობლემას წარმოადგენს მხოლოდ ერთი საკითხი - ფეხბურთელის მაღალი ანაზღაურება.

იმ შემთხვევაში, თუ 33-წლის ჰავბეკი დათანხმდება ხელფასის დაკლებას, მისი "შავ-ყვითლებში" ტრანსფერი უფრო რეალური იქნება. ვნახოთ, აღმოჩნდება თუ არა ოზილი ქართველ დამრიგებელთან.

"კომერციული საკითხები გვერდით უნდა გადადოს", - ფენერბაჰჩეს პრეზიდენტმა ოზილი გააკრიტიკა