ავტორიზაცია

"იქ, კარიერის საუკეთესო პერიოდი გავატარე", - არველაძემ თავისი ფავორიტი გუნდი დაასახელა

"იქ, კარიერის საუკეთესო პერიოდი გავატარე", - არველაძემ თავისი ფავორიტი გუნდი დაასახელა
თარიღი 08 თებ 2022, 23:06

"ჰალ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, შოთა არველაძემ დაასახელა კლუბი, რომელიც მისთვის საფეხბურთო კარიერაში საუკეთესო იყო. ყოფილი ქართველი თავდამსხმელისთვის ასეთი გუნდი "გლაზგო რეინჯერსია".

"რეალურად, ინგლისში არ მიცხოვრია, თუმცა აქაური კულტურა გლაზგოსას ძალიან ჰგავს. ხალხი, სითბო, სიკეთე - ეს ყველაფერი ძალიან მომწონს და არ მაქვს შეგრძნება, თითქოს რაღაც ახალთან მაქვს საქმე.

რეინჯერსში ჩემი კარიერის საუკეთესო წლები გავატარე. მოგებული ტიტულები, ჩემპიონთა ლიგაზე თამაში, ჩემი ოჯახისა და შვილების ცხოვრების წესი, აიბროქსზე გამართული მატჩები და ა.შ.

ოლდ ფირმის დერბი, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მანჩესტერთან დაპირისპირებები და ჩემს გუნდთან ერთად მოგებული შვიდი თუ რვა ტიტული ძალიან კარგად მახსოვს.

იმ კლუბთან კონტრაქტი 20 წლის წინ გავაფორმე და დრო ძალიან სწრაფად გავიდა", - განაცხადა "ლურჯების" ექს-ფორვარდმა შოტლანდიაში გატარებული პერიოდის შესახებ.