ავტორიზაცია

4 ფეხბურთელი, რომელიც არველაძის ჰალ სიტიმ სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს დაიმატა

4 ფეხბურთელი, რომელიც არველაძის ჰალ სიტიმ სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს დაიმატა
თარიღი 01 Feb 2022, 20:28

იანვრის სატრანსფერო ფანჯრის უკანასკნელ დღეს შოთა არველაძის "ჰალ სიტიმ" ერთბაშად ოთხი ფეხბურთელი დაიმატა. ქართველი სპეციალისტი ახალწვეულებზე დიდ იმედებს ამყარებს.

"ვეფხვებს" განათხოვრების წესით შეუერთდა ალაჰიარ საიიადმანეში, რომელიც "ფენერბახჩეს" საკუთრებაში დარჩება. ირანელი თავდამსხმელის დამატების შემდეგ, იორკშირელებმა რიაიან ლონგმანი სრულფასოვნად გამოისყიდეს.

"შავ-ყვითლებში" იჯარით მოსული კიდევ ერთი ფეხბურთელი არის "ბრენტფორდის" საკუთრებაში მყოფი ფორვარდი, მარკუს ფორსი, რომელიც აქ სეზონის ბოლომდე დარჩება.

არველაძის გუნდი უკანასკნელმა გააძლიერა "სუონსი სიტის" ცენტრალურმა ნახევარმცველმა, ლიამ უოლშმა, რომელიც აგრეთვე განათხოვრების წესით გადმოვიდა.

ამით, "MKM Stadium"-ის ბინადრების სატრანსფერო აქტიურობა დასრულდა. "ჰალ სიტი" შემდეგ შეხვედრას გამართავს 5 თებერვალს, "პრესტონ ნორთ ენდის" წინააღმდეგ.