დიდებული დებიუტი - არველაძის ჰალმა პირველ მატჩში სუონსის მოუგო!

ინგლისური პრემიერშიფის 29-ე ტურში ჰალ სიტიმ საკუთარ მოედანზე სუონსი მიიღო და 2-0 დაამარცხა.
აღნიშნულ მატჩში "ვეფხვების" შემადგენლობაში მთავარი მწვრთნელის სტატუსით ქართველის, შოთა არველაძის დებიუტი შედგა და საკმაოდ წარმატებულად.
ამ მოგებით ჰალ სიტიმ 32 ქულა დააგროვა და 29 ტურის შემდეგ 24 გუნდში მე-18 პოზიციაზეა.
შემდეგ მატჩს შოთა არველაძის გუნდი კვლავ საკუთარ მოედანზე, პრესტონის წინააღმდეგ 5 თებერვალს გამართავს.