VIDEO: "ჩვენ გვყავს არველაძე", - ჰალ სიტის ფანებმა შოთას უკვე სიმღერაც დაუწერეს
"ჰალ სიტისა" და "სუონსის" შეხვედრის მსვლელობისას, მასპინძელთა გულშემატკივრები სკანდირებდნენ სიმღერას, რომელიც მათი გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელს, შოთა არველაძეს ეძღვნებოდა.
"ვეფხვების" ქომაგები მღეროდნენ - "ჩვენს გვყავს არველაძე, ჩვენ გვყავს არველაძე", - ფანებმა მოგვიანებით იგივე უკვე ადგილობრივ პაბშიც გააგრძელეს.