ავტორიზაცია

"ამაზე ვოცნებობდი" - შოთა არველაძე სუონსისთან გამარჯვების შემდეგ

"ამაზე ვოცნებობდი" - შოთა არველაძე სუონსისთან გამარჯვების შემდეგ
თარიღი 30 იან 2022, 02:34

ინგლისური პრემიერშიფის 29-ე ტურში ჰალ სიტიმ საკუთარ მოედანზე სუონსი მიიღო და 2-0 დაამარცხა.

აღნიშნულ მატჩში "ვეფხვების" შემადგენლობაში მთავარი მწვრთნელის სტატუსით ქართველის, შოთა არველაძის დებიუტი შედგა და საკმაოდ წარმატებულად.

"ვინმეს, რომ ეს სცენარი შემოეთავაზებინა, აუცილებლად დავთანხმდებოდი. მომავალში, იმედი მაქვს, უფრო მეტს შევძლებთ, გავაგრძელებთ გამარჯვებებით და უკეთ ვითამაშებთ, ვიდრე დღეს. პირველი ტაიმი ძალიან კარგად ვითამაშეთ, მაგრამ ოპონენტმა მეორეში სისტემა შეცვალა. მათ ნახევარდაცვაში უპირატესობა მოიპოვეს. აუცილებლად უნდა მოვუმატოთ ამ მხრივ. რაც უფრო ახლოს ხარ მიზანთან, უფრო ძნელია მისი მიღწევა, მაგრამ ბიჭებმა საოცარი ხასიათი გამოავლინეს. ძალიან კარგი გრძნობაა, როცა ასეთი ენერგიით თამაშობენ შენი ფეხბურთელები," - განაცხადა შოთა არველაძემ.

ამ მოგებით ჰალ სიტიმ 32 ქულა დააგროვა და 29 ტურის შემდეგ 24 გუნდში მე-18 პოზიციაზეა.

შემდეგ მატჩს შოთა არველაძის გუნდი კვლავ საკუთარ მოედანზე, პრესტონის წინააღმდეგ 5 თებერვალს გამართავს.