"ლივერპული მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეძლებს ჩემპიონობას", - კლოპი

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა პრემიერ ლიგის საჩემპიონო რბოლის შესახებ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა. შეგახსენებთ, მერსისაიდელებზე წინ "მანჩესტერ სიტია".
"სამქულიანი სხვაობა მანჩესტერ სიტისთან შაბათ-კვირამდე დარჩება - ალბათ ისევ მოიგებს და სხვაობა ისევ ექვსქულიანი გახდება, მაგრამ თუ ყველა მატჩს მოვიგებთ, ჩემპიონობის შანსი გვექნება.
მგონი მაყურებელთათვის ჯობია სხვაობა 3-6 ქულა იყოს ვიდრე 20-30. ასე ჩემპიონატი უფრო საინტერესოა, მაგრამ რთულ მეტოქეებთან მატჩებში უნდა მოვიგოთ - ეს ჩვენი ამოცანაა.
ჩვენგან თავის დაცვა რთულია, თუ ინდივიდუალურ მმეურვეობას არ გამოიყენებ 90 წუთის განმავლობაში. სალაჰის შეკავება პრაქტიკულად ყველა სიტუაციაში შეუძლებელია.
სწორედ ეს პრობლემა ჰქონდა ლიდს - და ამიტომაც არის შედეგი ისეთი, როგორიც არის", - განაცხადა გერმანელმა სპეციალისტმა თავისი გუნდის შედეგების შესახებ.