ავტორიზაცია

პოლონეთი, შვედეთი და ჩეხეთი უარს ამბობს რუსეთთან მუნდიალის პლეი-ოფის მატჩების გამართვაზე

პოლონეთი, შვედეთი და ჩეხეთი უარს ამბობს რუსეთთან მუნდიალის პლეი-ოფის მატჩების გამართვაზე
თარიღი 24 თებ 2022, 20:50

პოლონეთის, შვედეთისა და ჩეხეთის ნაკრებები 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფში უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო რუსეთში ჩასვლას არ აპირებენ.

ფეხბურთის სამმა ფედერაციამ ერთობლივი განცხადება გაავრცელა, რომელშიც მოუწოდა ფიფას და უეფას, აირჩიონ სხვა ადგილი პლეი-ოფის შეხვედრების ჩასატარებლად:

"რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის განვითარების გათვალისწინებით, პოლონეთის, შვედეთის და ჩეხეთის ფეხბურთის ასოციაციები გამოხატავენ მტკიცე პოზიციას, რომლის მიხედვითაც 24 და 29 მარტს დაგეგმილი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის მატჩები არ უნდა ჩატარდეს რუსეთში.

არ განიხილავთ რუსეთში მოგზაურობას და იქ ფეხბურთის თამაშს. სამხედრო ესკალაციას, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, აქვს სერიოზული შედეგები და მნიშვნელოვნად ამცირებს ჩვენი გუნდების უსაფრთხოებას.

ამიტომ, ჩვენ ველით, რომ FIFA და UEFA დაუყოვნებლივ რეაგირებას მოახდენენ და ალტერნატიულ გადაწყვეტილებებს შემოგთავაზებენ მომავალი პლეი-ოფის მატჩების ადგილისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.