ავტორიზაცია

კიელინი: "შოკირებული ვარ იმით, თუ რა ხდება უკრაინაში"

კიელინი: "შოკირებული ვარ იმით, თუ რა ხდება უკრაინაში"
თარიღი 24 თებ 2022, 21:31

ჯორჯო კიელინიმ უკრაინაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა: "ამ დილით გაღვიძება შოკისმომგვრელი და ტრავმული იყო. მივხვდი, რომ უმწეოდ ვუყურებდი ფოტოებს და ვერ ვხვდებოდი, თუ რა ხდებოდა.

ბოლომდე ვიმედოვნებდი, რომ ეს ყველაფერი აქამდე არ მოვიდოდა, კრიზისი არ გადაიზრდებოდა კონფლიქტში. იმედი მაქვს, რომ დომინოს ეფექტი არ იმუშავებს და დიპლომატიას შეუძლია განკურნოს ასეთი სერიოზული განხეთქილება.

ჩემი მხარდაჭერა და ჩემი სოლიდარობა უკრაინელ ხალხს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ ომის მსხვერპლნი გახდნენ", - დაწერა "იუვენტუსის" ცენტრალურმა მცველმა ტვიტერზე.

მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დონბასში სპეცოპერაციის დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში ამ წუთებშიც მძიმე საომარი ვითარებაა.