ავტორიზაცია

იუვენტუსი ზედიზედ ხუთი წელია ჩემპიონთა ლიგაზე პირველ მერვედფინალურ მატჩს ვერ იგებს

იუვენტუსი ზედიზედ ხუთი წელია ჩემპიონთა ლიგაზე პირველ მერვედფინალურ მატჩს ვერ იგებს
თარიღი 23 თებ 2022, 14:33

ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალში „იუვენტუსმა“ სტუმრად „ვილიარეალს“ ვერ მოუგო - ესპანეთში გამართული მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.

საინტერესოა, რომ ტურინული გრანდი ჩემპიონთა ლიგაზე პირველ მერვედფინალურ მატჩს უკვე ზედიზედ მეხუთე წელია ვერ იგებს.

2017/18 სეზონში ტურინელებმა პირველ მატჩში „ტოტენჰემს“ ვერ მოუგეს (2:2), შემდეგ წლებში კი „ატლეტიკოსთან“ (0:2), „ლიონთან“ (0:1) და „პორტუსთან“ (1:2) დამარცხდნენ.

„ტოტენჰემის“ და „ატლეტიკოს“ შემთხვევაში გუნდმა შემდეგ ეტაპზე გასვლა მაინც მოახერხა, ხოლო „ლიონთან“ და შემდეგ „პორტუსთან“ ორივე შემთხვევაში ტურნირს ნაადრევად დაემშვიდობა.