ავტორიზაცია

არველაძე უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე: "ბოროტებას ყველა ეტაპზე, შესაბამისი პასუხის გაცემა სჭირდება"

არველაძე უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე: "ბოროტებას ყველა ეტაპზე, შესაბამისი პასუხის გაცემა სჭირდება"
თარიღი 25 Feb 2022, 10:49

"ჰალ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, შოთა არველაძემ უკრაინაში განვითარებული მოვლენების შესახებ კომენტარი გააკეთა. ქართველმა დამრიგებელმა განცხადება სოციალურ ქსელში გააკეთა:

"არ მინდა ჩვენი ლაპარაკი და მხარდაჭერა დაემსგავსოს იმ უცხოელი პოლიტიკოსებისას, რომელთა სუსტმა და არამკვეთრმა პოლიტიკამ ჯერ საქართველო მიიყვანა მძიმე მდგომარეობამდე და ახლა, იგივე გზას უკრაინა გადის.

სამყარო ვითარდება, მაგრამ ადამიანის ბუნება უცვლელი რჩება და ბოროტებას განვითარების ყველა ეტაპზე, შესაბამისი პასუხის გაცემა სჭირდება. უკრაინელი ხალხის და ჯარისკაცების მხარდაჭერა ახლა ისე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს.

Слава Україні!", - წერს "ვეფხვების" მთავარი მწვრთნელი. შეგახსენებთ, რომ 48-წლის დამრიგებელი იორკშირელებში იანვრის ბოლოს დაინიშნა, მის ანგარიშზე 7 მატჩის შემდეგ ერთი მოგება, ორი ფრე და ოთხი წაგებაა.