პრემიერ ლიგაში ფეხბურთელებს და მწვრთნელებს უკრაინის საჯაროდ მხარდაჭერის გამო არ დასჯიან - დროშის გამოფენაც ნებადართულია
ინგლისის ფეხბურთის ფედერაციამ ფეხბურთელებს უკრაინის საჯაროდ მხარდაჭერის უფლება დართო.
როგორც ბრიტანული პრესა იუწყება, უახლოესი უიქენდის მატჩებზე, პრემიერ ლიგის ფეხბურთელებს, მწვრთნელებს და გულშემატკივრებს შეუძლიათ დროშების სახით საჯაროდ გამოხატონ რუსეთის ქმედებებით უკმაყოფილება და უკრაინას თანადგომა გამოუცხადონ.
ფეხბურთის ასოციაცია დროშების მოედანზე ან ტრიბუნებზე გამოფენას რაიმე სახის წესების დარღვევად არ მიიჩნევს.
თუ რომელიმე გუნდის ოფიციალური წარმომადგენელი უფრო შორს წასვლას გადაწყვეტს და უკრაინის მხარდაჭერას რაიმე სახის წარწერით ან მაისურით გადაწყვეტს, ასოციაცია ქეისებს ინდივიდუალურად განიხილავს და იმის მიხედვით გადაწყვეტს, ღირს ამაზე სადისციპლინო კომიტეტის ჩარევა თუ არა.
თუმცა, უკრაინის დროშის წარმოჩენა არცერთ კლუბს არანაირი სასჯელით არ შეუტრიალდება.