ინგლისის ლიგის თასის ფინალში, უემბლი შესაძლოა უკრაინის ფერებში გაანათონ
ინგლისის ლიგის თასის ფინალში შესაძლოა უკრაინას მხარდაჭერა გამოუთქვან.
ინგლისის საფეხბურთო ლიგა „ჩელსი“ – „ლივერპულის“ მატჩში უკრაინის მხარდაჭერის ვარიანტს განიხილავს.
არსებობს ალბათობა, რომ „უემბლის“ არკას ლურჯ-ყვითელ ფერებში შეღებავენ, იტყობინება The Independent.
ამავდროულად EFL-ს გარკვეული წევრები ფიქრობენ, რომ ამ იდეას ნეგატიურად მიიღებენ „ჩელსის“ ქომაგები, რომელიც რუს რომან აბრამოვიჩს ეკუთვნის. ამის გამო, ფინალის წინ შესაძლოა მხოლოდ მშვიდობის სიმბოლო გამოაჩინონ.
ინგლისის ლიგის თასის ფინალი 27 თებერვალს გაიმართება.