ავტორიზაცია

"მისგან უფრო მეტი ვისწავლე, ვიდრე მოურინიოსგან და ანჩელოტისგან", - ჯო კოულმა მწვრთნელი გამოარჩია

"მისგან უფრო მეტი ვისწავლე, ვიდრე მოურინიოსგან და ანჩელოტისგან", - ჯო კოულმა მწვრთნელი გამოარჩია
თარიღი 25 თებ 2022, 20:46

"ლივერპულის", "ჩელსისა" და "ვესტ ჰემის" ყოფილმა ნახევარმცველმა, ჯო კოულმა განაცხადა, რომ რუდი გარსიასთან მუშაობამ უფრო მეტი ასწავლა, ვიდრე ჟოზე მოურინიოსთან.

მოგეხსენებათ, ვეტერანმა ინგლისელმა 2011/12 წლების სეზონი იჯარით "ლილში" გაატარა, რომელსაც იმ პერიოდში გარსია ედგა სათავეში.

"29 წლის ვიყავი, როცა "ლილში" გადავედი, მაშინ ისეთი ადამიანების გვერდით მქონდა ნამუშევარი, როგორებიც ჟოზე მოურინიო და კარლო ანჩელოტი არიან. მაგრამ ამ ასაკშიც კი რუდი გარსიასგან უფრო მეტი ვისწავლე ტაქტიკაზე, ვიდრე სხვა რომელიმე წინა მწვრთნელისგან. იმდენად კარგი იყო".

"ვცდილობდით "ბარსელონასნაირად" გვეთამაშა და ამ ყველაფერს მწვრთნელი განსაზღვრავდა. მიკაელ ლანდრო გვყავდა და ჩემთვის ის იყო პირველი მეკარე, ვინც კი მინახავს, რომელიც ფეხით თამაშისას თავს კომფორტულად გრძნობდა".

"ლივერპულში" რეინას გვერდით მითამაშია, მაგრამ არც ჰოჯსონი, არც ბენიტესი იყენებდნენ მას ბურთთან მომუშავე გოლკიპერად. აი, რეინა გვარდიოლასთან რომ გავგზავნოთ, დაინახავთ, რამდენად კარგად თამაშობს ფეხით".

"ლანდროსთან ერთად კომბინაციებს ჩვენი კარის ხაზიდან ვიწყებდით, ვცდილობდით გაგვეკეთებინა ის, რასაც ახლა "მანჩესტერ სიტი" და "ლივერპული" აკეთებენ. ბურთს ვაკონტროლებდით და სწორედ ამას გვიდებდა თავში გარსია. ეს მომწონდა", - განუცხადა კოულმა The Athletic-ს.