ავტორიზაცია

VIDEO: დაწყებაც ასეთი უნდა - დინამო ბათუმმა ელიგის პირველ მატჩში სიონი უბრალოდ არ შეიმჩნია

თარიღი 25 თებ 2022, 21:13

ეროვნული ლიგის პირველი ტურის გახსნით შეხვედრაში მოქმედმა ჩემპიონმა, ბათუმის "დინამომ" საკუთარ კედლებში მიიღო ბოლნისის "სიონი", რომელიც 4:0 გაანადგურა.

აჭარული გუნდის მხრიდან გოლები გაიტანეს ირაკლი ბიძინაშვილმა, ვლადიმერ მამუჩაშვილმა (დუბლი) და ჯოვინო ფლამარიონმა. მატჩის დაწყების წინ, გუნდებმა მხარდაჭერა უკრაინას გამოუცხადეს.