ავტორიზაცია

რონალდუ რანგნიკსა და გუნდის სხვა წამყვან ფეხბურთელებს შეხვდა — რას ითხოვს კრიშტიანუ?

რონალდუ რანგნიკსა და გუნდის სხვა წამყვან ფეხბურთელებს შეხვდა — რას ითხოვს კრიშტიანუ?
თარიღი 25 თებ 2022, 21:46

"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელს, კრიშტიანუ რონალდუს სურს, რომ გუნდის სათამაშო სისტემა შეიცვალოს.

"საუთჰემპტონთან" (1:1) გამართული საშინაო მატჩის შემდეგ, 37 წლის პორტუგალიელი "ეშმაკუნების" მთავარ მწვრთნელს, რალფ რანგნიკს შეხვდა. შეხვედრაზე გუნდის სხვა წამყვანი ფეხბურთელებიც იყვნენ, მაგრამ ძირითადად რონალდუ საუბრობდა, რომელმაც თქვა, რომ "ემიუ" ორი ფორვარდით თამაშს უნდა დაუბრუნდეს, წერს The Athletic-ი.

სწორედ ასე მოქმედებდა "იუნაიტედი", როცა რონალდუ კლუბში დაბრუნდა. გუნდი 4-2-2-2 სქემით ასპარეზობდა და შეტევაში პორტუგალიელის პარტნიორი მაშინ მარკუს რეშფორდი ან მეისონ გრინვუდი იყო.

ამის შემდეგ, "ემიუ" 4-4-2 სქემაზე გადავიდა და რონალდუს გვერდით ედინსონ კავანი მოქმედებდა.

თუმცა, გრინვუდი "იუნაიტედის" რიგებში მისი სასამართლო პროცესის დასრულებამდე არ ითამაშებს, კავანი კი ხშირად ტრავმიანობს. პოლ პოგბას დაბრუნებამ "ემიუ" 4-3-3 სქემაზე გადართო.

მიმდინარე სეზონში კრიშტიამუმ ყველა ტურნირზე ერთად "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურით 30 მატჩი ჩაატარა, 15 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.