ავტორიზაცია

გარი ნევილი: "კრიშტიანუ რონალდუ 2005-2009 წლებში - მსგავსი არავინ არასოდეს მინახავს"

გარი ნევილი: "კრიშტიანუ რონალდუ 2005-2009 წლებში - მსგავსი არავინ არასოდეს მინახავს"
თარიღი 25 თებ 2022, 23:56

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი კაპიტანი, გარი ნევილი გუნდის თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუს დონით აღფრთოვანებულია.

"რონალდუ 2005-2009 წლებში - მსგავსი არავინ არასოდეს მინახავს. ამ სამყაროსთვის საბოლოო დონეს გასცდა. გულწრფელად ვამბობ, თავისი ასაკისთვის ახლაც გამორჩეულია. მისი გოლები, ფიზიკური მომზადების დონე...".

"ამჟამად "მანჩესტერ იუნაიტედში" საქმე არცთუ ისე კარგად მისდის, ცოტა უკმაყოფილოა, როგორც ყველა. ეს ალბათ იმიტომ, რომ რონალდუ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია", - თქვა ნევილმა ბრიტანულ მედიასთან საუბრისას.

მოგეხსენებათ, 37 წლის პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი "ეშმაკუნების" რიგებში მიმდინარე სეზონის დაწყების წინ ტურინის "იუვენტუსიდან" დაბრუნდა.

2021/22 წლების სეზონში რონალდუმ "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურით 29 მატჩი ჩაატარა, 15 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი პასი გააკეთა.