ავტორიზაცია

რონალდუ: "არ მჭირდება იმის თქმა, რომ ძალიან კარგი ვარ, ჩემი სტატისტიკა თავისთავად მეტყველებს"

რონალდუ: "არ მჭირდება იმის თქმა, რომ ძალიან კარგი ვარ, ჩემი სტატისტიკა თავისთავად მეტყველებს"
თარიღი 26 თებ 2022, 00:09

"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელმა, კრიშტიანუ რონალდუმ განაცხადა, რომ თავისი სტატისტიკით კმაყოფილია.

"ჭკვიანი უნდა იყო და გესმოდეს, რომ 18, 20 ან 25 წლის ასაკში არ ხარ ისეთი, როგორიც 35 წლისას. სიმწიფის, გამოცდილების, ინტელექტის წყალობით, გესმის, რომ შეიძლება რაღაცას კარგავ, რათა სხვა რამ მიიღო".

"სწორი ბალანსია საჭირო, უმაღლეს დონეზე კონკურენციის გასაგრძელებლად".

"ეს რთულია, მაგრამ ჩემს შემთხვევაში ისე ჩანს, თითქოს მარტივია, რადგან წლების მანძილზე ჩემი სტატისტიკა თავისთავად მეტყველებს. არ მჭირდება იმის თქმა, რომ ძალიან კარგი ვარ, არსებობს სტატისტიკა. ფაქტები ფაქტებია, დანარჩენს მნიშვნელობა საერთოდ არ აქვს".

"აი, რატომ ვარ ძალიან კმაყოფილი ჩემი ფორმით. კვლავ ვიტან, ვეხმარები გუნდს, როგორც ნაკრებში, ისევე "მანჩესტერ იუნაიტედში" და სწორედ ამიტომ მინდა, რომ ასე გავაგრძელო", - ციტირებს 37 წლის პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის სიტყვებს DAZN-ი.