ავტორიზაცია

რეალი, ბარსელონა და იუვენტუსი მომავალ კვირაში ევროპის სუპერლიგის ახალ პროექტს წარადგენენ

რეალი, ბარსელონა და იუვენტუსი მომავალ კვირაში ევროპის სუპერლიგის ახალ პროექტს წარადგენენ
თარიღი 26 Feb 2022, 13:17

"რეალი", "ბარსელონა" და "იუვენტუსი" ევროპის სუპერლიგის აღორძინებას გეგმავენ, იტყობინება ცნობილი ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი.

გავრცელებული ინფორმაციით, სუპერლიგის შემადგენლობაში დარჩენილი სამი კლუბი მომდევნო კვირაში ტურნირის ახალ პროექტს წარადგენს. ისინი იმ იდეაზე აპირებენ უარის თქმას, რომლის თანახმადაც ზოგიერთ კლუბს შეუძლია სუპერლიგის მუდმივი წევრი იყოს. ამის ნაცვლად, ამოქმედდება ტრადიციული საკვალიფიკაციო ეტაპის წესი და გუნდებს აღნიშნულ ტურნირზე მოხვედრა შიდა ჩემპიონატებში დაკავებული ადგილების მიხედვით შეეძლებათ.

"იუვენტუსის" პრეზიდენტი, ანდრეა ანიელი მომავალ ხუთშაბათს სპორტული ინდუსტრიის სამიტზე გამოვა სიტყვით. სავარაუდოდ, ამ ღონისძიებაზე წარადგენს სუპერლიგასთან დაკავშირებულ ახალ წინადადებებს, როგორც ტურინული გრანდისგან, ისევე "რეალისგან" და "ბარსელონასგან".

სუპერლიგაზე საზოგადოების აღქმის შესაცვლელად, ანიელი გამოაცხადებს, რომ "იუვენტუსი" უარს აცხადებს ტურნირის მუდმივი წევრის სტატუსზე, რათა "მაქსიმალურად გაზარდოს ფეხბურთის გავლენა ევროპული კლუბების საკეთილდღეოდ". ტურნირის შემქმნელების თქმით, მათი პროექტი იმის მანიშნებელია, რომ "სისტემა მოშლილია".

ბევრია უკმაყოფილო ევროთასებზე ფეხბურთის ხარისხით, მათ შორისაა ჩემპიონთა ლიგაც. სუპერლიგა და კომპანია A22, რომელიც ტურნირის იურიდიული სახეა, თვლიან, რომ ჩავარდნის მიზეზი ფინანსური ფეირ პლეიშია, აგრეთვე უსამართლო უპირატესობა, რომელსაც ისეთი კლუბები სარგებლობენ, როგორიც "პსჟ"-ა.